მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის უნდა გაკეთდეს ბუსტერ დოზა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ა;ერგოლოგ-იმუნოლოგი
1643360099
COVID-19

რა დრო უნდა იყოს გასული ინფიცირებიდან და ვაქცინაციიდან, რომ მოქალაქემ ბუსტერ დოზის გაკეთება შეძლოს - ამ კითხვას ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.

„კორონავირუსის გადატანიდან ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს 30 დღის შემდეგ და ბოლო ვაქცინაციიდან 90 დღეზე მეტი უნდა იყოს გასული. ეს ორივე კრიტერიუმი უნდა იყოს შესაბამისობაში, რომ ბუსტერული დოზა გავიკეთოთ“- განმარტავს კულუმბეგოვი.

იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებლები სწრაფად არ გაიზარდოს, კულუმბეგოვი მოსახლეობას, განსაკუთრებით კი 50 წელს ზევით მოქალაქეებს,  მესამე ბუსტერ დოზის  გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„პირველ რიგში, აუცილებელია, გამოიყენოთ პირბადე და გაიკეთეთ მესამე ბუსტერული დოზა, ვისაც ეს ეკუთვნის, განსაკუთრებით 50 წელს ზევით მოქალაქეებმა სწრაფად დაიმატეთ, რათა ინფიცირების მაჩვენებლები ასე სწრაფად არ გაგვეზარდოს“  - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“ - გიორგი ფხაკაძე

„ომიკრონი“ არის ჩვეულებრივ მიმდინარე სეზონური გრიპი“ - ზურაბ აზარაშვილი

კორონავირუსი გაცილებით დიდი რისკია გულისთვის, ვიდრე ვაქცინაცია - კვლევა

„ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა“ - ზაზა წერეთელი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“ - თენგიზ ცერცვაძე