COVID-19

„ტემპერატურის მართვა კორონავირუსის დროს და ტემპერატურის მართვა გრიპის დროს არაფრით განსხვავდება“ - ივანე ჩხაიძე

ექიმი, იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი Pia.ge
1643118695
დაკოპირებულია

„არავინ იცის, როგორი გართულებები ექნება პაციენტს„ომიკრონის“ გადატანის შემდეგ“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე „ომიკრონისგან“ გამოწვეული პოსტკოვიდური გართულებები არ დაფიქსირებულა. 

„არავინ იცის, როგორი გართულებები ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ. ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს. პირველი შემთხვევა „ომიკრონის“ დეკემბერში დაფიქსირდა და თვეზე ცოტა მეტია გასული, ასე რომ მინიმუმ კიდევ 5-6 თვე არის საჭირო იმისთვის, რომ შევადაროთ „ომიკრონი“ ადრე არსებულ დელტას, რომლის პოსტკოვიდური გართულებების შესახებ ინფორმაცია დეტალური გვაქვს. ასე რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.

იაშვილის კლინიკაში ძირითადად ჰოსპიტალიზდებიან ბავშვები სწორედ მწვავე ფაზის შემდეგ გადატანილი მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ბავშვი არ შემოსულა, სადაც „ომიკრონი“ არის დადასტურებული“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვის გადაყვანა პირველივე სიცხის დროს საავადმყოფოში სავალდებულო არა არის. 

„თუ მაღალი ტემპერატურა გრძელდება 3 და მეტი დღის განმავლობაში ყოველდღიურად, ეს შეიძლება იყოს ჰოსპიტალიზაციის ჩვენება. დედა ფიქრობს, რომ რახან ბავშვი ინფიცირებულია, რისკები მაღალი და გადაჰყავს ის საავადმყოფოში, ეს სრულიად არასწორი მიდგომაა.

ამ დროს შეიძლება გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც მშობლებისთვის კარგად არის ნაცნობი, რასაც ვაკეთებდით ყოველ ზამთარს გრიპის შემთხვევების მატების დროს. ტემპერატურის მართვა კორონავირუსის დროს და ტემპერატურის მართვა გრიპის დროს არაფრით განსხვავდება. გამოიყენება აბსოლუტურად ერთი და იგივე წესები“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ მწვანე სტატუსს ის პირებიც მიიღებენ, ვისაც კოვიდი ტესტით არ დაუდასტურდათ, მაგრამ ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი