მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეიძლება პედიატრიული საწოლების დამატების აუცილებლობა გაჩნდეს - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1642947563
COVID-19

„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის სექტორი ვითარებას მომზადებული შეხვდეს. 

„სტაციონარული პაციენტების მომსახურების აუცილებლობა მომდევნო დღეების მანძილზე უფრო მეტი იქნება.  ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სექტორი ვითარებას შეხვდეს მომზადებული. დამატებითი საწოლების გამოყოფა ისე, როგორც განხორციელდა აგვისტოში და დაემატა ბევრი კლინიკა, რომელიც ჩაერთო კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში, ახლაც ამის აუცილებლობა, შეიძლება გაჩნდეს. პედიატრიული საწოლების დამატების აუცილებლობა  სახეზე გვაქვს. 2-ჯერ გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს სტაციონარული მომსახურება. სტაციონარული დატვირთვა იქნება უფრო მეტი, ვიდრე იყო დელტას შემთხვევაში“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება