მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ორი კვირა ასე გაგრძელდა, შეზღუდვები აუცილებელი გახდება“ - ალექსანდრე გოგინავა

„ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“
1634733251
COVID-19

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, გაუარესებული ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესების საფრთხეს ქმნის.

მისი თქმით, თუ ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 2 კვირის განმავლობაში არსებულ ნიშნულზე დარჩება, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი გახდება.

„ის ტემპი რომ შეგვენარჩუნებინა, რაც ზაფხულში გვქონდა, განსაკუთრებით ივლის-აგვისტოში, შესაძლებელი იყო, რომ ზრდასრული მოსახლეობის 40-45 პროცენტი აგვეცრა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ისეთი ეპიდსიტუაცია, რაც გვაქვს და სამწუხაროდ, ეს არ არის მოულოდნელი.

თუ ვაქცინაცია არ წავა კარგი ტემპით, სულ იქნება მსგავსი რისკები, რომ როგორც კი რეგულაციები მოიხსნება, ისევ გაუარესდეს ეპიდვითარება და მოხდეს კატასტროფა.

ზოგადად შეზღუდვების მომხრე არ ვარ, მაგრამ შეზღუდვები არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც ვერ გაექცევი, როდესაც ასეთი მატება გაქვს.

საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც 30-ზე ცოტა მეტი პროცენტია აცრილი და პლუს ამას გაქვს დღიურად 5000 ახალი შემთხვევა, ორ კვირაზე მეტ ხანს თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა, ისე გადაიტვირთება ჰოსპიტალური სექტორი, რომ შეიძლება ჩამოიშალოს. სხვა გზა არ რჩება, თუ არა შეზღუდვები“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შარშან გაზაფხულზე მოქმედმა შეზღუდვებმა 10 000 ადამიანი გადაარჩინა“ - პაატა იმნაძე

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე