მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შარშან გაზაფხულზე მოქმედმა შეზღუდვებმა 10 000 ადამიანი გადაარჩინა“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
1634646284
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში მასშტაბური შეზღუდვები ვეღარ დაწესება, რადგან უკვე არსებობს კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება, როგორიც ვაქცინაა.

როგორც მან განმარტა, ახალი შეზღუდვების დაწესებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა, თუ სამედიცინო სექტორი დატვირთვას ვეღარ გაუძლებს.

„ყველა ეტაპზე არის გარკვეული პრიორიტეტი. იყო ეტაპი, როცა შეზღუდვები პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. ყველა გათვლებით, შეზღუდვები, რომელიც იყო შარშან გაზაფხულზე, ამან მინიმუმ 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს.

თუმცა, ახლა სხვა დროა. ახლა ვაქცინა არსებობს. შეზღუდვები საჭირო გახდება მაშინ, როცა სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას. შეზღუდვა ახლა საჭიროა მხოლოდ ამისთვის, რომ სამედიცინო სექტორს მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ამიტომ, კეთილი ინებონ ადამიანებმა და აიცრან. ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, ქვეყნისთვის შემოდგომის ბოლო - ზამთრის დასაწყისი, მძიმე იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე