მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ის, რაც უკრაინას სჭირდება, მაგრამ არ აპირებენ მის მიწოდებას პოლიტიკური მიზეზების გამო“ - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მსოფლიოში არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ის, რაც უკრაინას სჭირდება, მაგრამ არ აპირებენ მის მიწოდებას პოლიტიკური მიზეზების გამო.

„ჩვენ ასევე უნდა ვნახოთ ერთი ფაქტი: მსოფლიოში არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ის, რაც უკრაინას სჭირდება, მაგრამ არ აპირებენ მისი საკმარისი რაოდენობით მიწოდებას პოლიტიკური მიზეზების გამო. იმის მაგივრად, რომ მათი იმედი გვქონდეს და თვეები დავხარჯოთ მათი დარწმუნებისთვის, შეიარაღების წარმოება უნდა დაიწყოს, რათა არ გავხდეთ დამოკიდებული მესამე ქვეყნების ახირებებზე, რომლებსაც აქვთ ნივთები მარაგში, მაგრამ არ სურთ მათი გაზიარება“, - განაცხადა კულებამ.

მან ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, „დღეს დაიწყონ საჭირო იარაღის წარმოება“, რომლის გარეშეც უკრაინა ასე მარტივად ვერ გაიმარჯვებს. მინისტრმა დააზუსტა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვა, ტანკები და წარმოების ხაზები.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ამიტომაც არის, რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს და დარბის, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში“ - ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობას“

👉 ირანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოჯახის წევრებს წამებით დაემუქრა - CNN

👉 საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს - ამინდი 3 დეკემბრამდე

👉 ჯანმომ „მაიმუნის ყვავილს“ სახელი გადაარქვა