მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ სეგრეგაციის პოლიტიკა უწოდა

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ არაადამიანური სანქციები და სეგრეგაციის პოლიტიკა უწოდა.

„ასეთი სეგრეგაციის პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ მტრულ ზრახვებს ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ისინი გააგრძელებენ ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებას თავიანთი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და მათი კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ე.წ. ახალ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილება 21 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დონეცკში დაბომბვისას დიმიტრი როგოზინი დაიჭრა - BBC

👉 უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს

👉 „უკრაინაში კარგი ამბებით ვბრუნდები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ

👉 „მე და ზელენსკი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს“ - ჯო ბაიდენი

👉 შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია, მოდით, გავაკეთოთ ეს, დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი - ზელენსკი აშშ-ის კონგრესს