მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი არ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ომში - რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში

რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში

რუსეთი არ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ვინაიდან ქვეყანას არ შეუძლია ამ ტიპის იარაღის გამოყენება მსგავს კონფლიქტებში „რუსული სამხედრო დოქტრინის შესაბამისად“, - ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა განაცხადა. 

„ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რუსული სამხედრო დოქტრინის მიხედვით, არ გამოიყენება ასეთ კონფლიქტებში (როგორიცაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში )“, - განაცხადა კელინმა.

მისი თქმით, რუსეთში ატომური იარაღის გამოყენება ძალიან მკაცრად რეგულირდება და ძირითადად ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება.

„ამას არანაირი კავშირი არ აქვს მიმდინარე ოპერაციასთან“, - დასძინა ელჩმა.

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩის  ცნობით, რუსეთი  პრობლემას „შეზღუდული სამხედრო ოპერაციების“ ჩატარებით წყვეტს.

„ალბათ შენიშნეთ, რომ არ ვზრდით ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობას უკრაინაში, მიგვაჩნია, რომ ისინი საკმარისია ჩვენი ამოცანების გადასაჭრელად“, - დასძინა კელინმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 🎥 ხერსონის ოლქში უკრაინელებმა დამპყრობლები და მათი ჯავშანმანქანა „ტაიფუნი“ გაანადგურეს

✔️ სევეროდონეცკის აღება არ იძლევა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გარანტიას  - ISW

✔️🎥 მინუს რამდენიმე ოკუპანტი - 24-ე ბრიგადის მეომრები განადგურების ვიდეოს ავრცელებენ

✔️ მასიური დაბომბვა, თავდასხმა და მსხვერპლი - ვითარება ლუგანკის ოლქში (ფოტო)

✔️ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი