მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

გენშტაბის ცნობით, დამპყრობელი ცდილობს ფეხი მოიკიდოს ლიმანის რაიონში და გააუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებით.

„დონეცკის მიმართულებით ოკუპანტი ახორციელებს შეტევითი ოპერაციებს. ის აქტიურად იყენებს არტილერიას. დამპყრობელმა გაზარდა ოპერატიულ-ტაქტიკური და არმიის ავიაციის ოპერაციების ინტენსივობა. ლიმანის მიმართულებით ის აძლიერებს თავის დაჯგუფებას.

სევეროდონეცკის მიმართულებით, არტილერიის მხარდაჭერით, მან ჩაატარა თავდასხმითი ოპერაციები. ქალაქ სევეროდონეცკის მიდამოში, ბრძოლა გრძელდება. თავდასხმის საავიაციო ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს უსტინოვკას რაიონში“, - ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დამპყრობლები ბახმუტის მიმართულებით ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ნაღმმტყორცნელების და საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით ოკუპანტი ახორციელებდა შეტევით ოპერაციებს ვლადიმიროვკას, ვასილივკას დასახლებების რაიონებში. არ ჰქონდა წარმატება, განიცადა ზარალი.

მათივე ცნობით, ავდეევკას მიმართულებით, არტილერიის მხარდაჭერით, მტერი ცდილობდა წინსვლას, მაგრამ უშედეგოდ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️🎥 ოკუპირებულ დონეცკში რუსული ჯარების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა

✔️ კიევის რეგიონში რუსეთის შემოჭრის საფრთხე რჩება - რეგიონის ხელმძღვანელი

✔️ უკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი განადგურდა - უკრაინის შს სამინისტრო

✔️ რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთში ზარალი განიცადა და უკან დაიხია

✔️ უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი იქნება - პოდოლიაკი