მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მასიური დაბომბვა, თავდასხმა და მსხვერპლი - ვითარება ლუგანკის ოლქში (ფოტო)

მასიური დაბომბვა, თავდასხმა და მსხვერპლი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ოკუპანტი მასიურად ბომბავს დასახლებებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს.

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ბოლო თავდასხმების შემდეგ ოლქში კიდევ 2 გარდაცვლილი იპოვეს, არიან დაშავებულებიც. დაინგრა 60-მდე სახლი.

„უწყვეტი დაბომბვის დროს ყოველთვის არ არის შესაძლებელი განადგურებულ ადგილებამდე სწრაფად მიღწევა და შემოწმება, მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი. ამიტომ ყოველდღიურად დაზიანებული სახლების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, შეიძლება, მეტი დაღუპული იყოს“, - აცხადებს სერგეი გაიდაი. 

რეგიონის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაცია უკიდურესად მძიმეა.

მისი თქმით, 28 მაისს, ლისიჩანსკში რუსული ჭურვი მაღალსართულიან შენობას დაეცა. ერთი გოგო ადგილზე დაიღუპა, 4 ადგილობრივი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

„კინოთეატრი „დრუჟბა“ დაინგრა საჰაერო თავდასხმის შედეგად. დაზიანდა 22 სახლი. ვითარება სევეროდონეცკში კიდევ უფრო უარესია - მტერი შტურმზე გადადის. ბრძოლა გრძელდება. დარჩენილები ქალაქის იუბილეს სარდაფებში აღნიშნავენ, გარდა იმ ქალისა, რომელიც გუშინ საკუთარ სახლში გარდაიცვალა“, - დასძინა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

✔️🎥 ოკუპირებულ დონეცკში რუსული ჯარების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა

✔️ კიევის რეგიონში რუსეთის შემოჭრის საფრთხე რჩება - რეგიონის ხელმძღვანელი

✔️ უკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი განადგურდა - უკრაინის შს სამინისტრო

✔️ რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთში ზარალი განიცადა და უკან დაიხია