მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სევეროდონეცკის აღება არ იძლევა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გარანტიას - ISW

რუს ჯარისკაცებს აღმოსავლეთ უკრაინაში პრობლემები შეექმნებათ

რუსეთის ჯარების მიერ სევეროდონეცკის აღებამ შესაძლოა, მათ ტაქტიკური წარმატება მოუტანოს, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს ომის მიმდინარეობაზე, - ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ( ISW ) ანგარიშში.

ანალიტიკოსების თქმით, როდესაც სევეროდონეცკისთვის ბრძოლა დასრულდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარესა იქნება ქალაქი, რუსეთის შეტევა ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე სავარაუდოდ კულმინაციას მიაღწევს, რაც უკრაინას მისცემს შანსს განაახლოს კონტრშეტევა ოპერატიულ დონეზე, რათა უკან დაახევინოს რუსულ არმიას, 

მათივე ცნობით, სევეროდონეცკის აღება მოსკოვს საშუალებას მისცემს განაცხადოს, რომ რუსეთის ფედერაცია მთლიანად შევიდა ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს რუსეთს სხვა მნიშვნელოვან სამხედრო თუ ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს.

ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მთლიანად ანადგურებენ ქალაქს.

„სევეროდონეცკის აღებამ შეიძლება გახსნას რუსული ლოგისტიკური მიწოდების ხაზი დასავლეთში ოპერაციების მხარდასაჭერად. ამავდროულად, რუსებმა დაკარგეს ბევრად მოგებიანი მარშრუტები იზიუმის მახლობლად - ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი კონცენტრირებულნი იყვნენ სევეროდონეცკზე“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მასიური დაბომბვა, თავდასხმა და მსხვერპლი - ვითარება ლუგანკის ოლქში (ფოტო)

✔️ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

✔️🎥 ოკუპირებულ დონეცკში რუსული ჯარების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა

✔️ კიევის რეგიონში რუსეთის შემოჭრის საფრთხე რჩება - რეგიონის ხელმძღვანელი

✔️ უკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი განადგურდა - უკრაინის შს სამინისტრო