მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ფედერაციამ „მოხალისეთა ბატალიონების“ შექმნის ბრძანება გასცა - ISW

რუსეთის დროშა

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრემლმა რუსეთის ფედერაციის რეგიონებს უბრძანა შექმნან „მოხალისეთა ბატალიონები“ უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთში ნაწილობრივი ან სრული მობილიზაციის გამოცხადების ნაცვლად.

რუსულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციაში კაცებს 6-თვიან კონტრაქტზე ხელფასს სთავაზობენ 3750-დან 6000 აშშ დოლარამდე.

RosZMI-მ, ასევე დაადასტურა ეგრეთ წოდებული მოხალისეთა ბატალიონების შექმნა ან განლაგება კურსკის რეგიონში, პრიმორსკის მხარეში, ჩეჩნეთში, თათარსტანის რესპუბლიკაში, ქალაქ მოსკოვში, პერმში, ნიჟნი ნოვგოროდში და ორენბურგში.

 ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბატალიონები შეიძლება შეიქმნას 34 000 ახალმოსული სამხედროსგან.

„შესაძლოა, ზოგიერთმა ფედერაციის უწყებამ შეაფერხოს ან არ მიიღოს მონაწილეობა ბატალიონების ფორმირებაში. ახლად შექმნილი ბატალიონები ამჟამად გადადიან საწვრთნელ მოედნებზე და სავარაუდოდ ეცდებიან აგვისტოს ბოლომდე ერთთვიანი სწავლება დაასრულონ, მაგრამ ასეთ მოკლე ვადაში საბრძოლო მზადყოფნაში ვერ იქნებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები უპირატესობას ანიჭებენ თავდაცვით ოპერაციებს სამხრეთ მიმართულებით, რადგან უკრაინული ძალები განაგრძობენ ოკუპანტის საბრძოლო მასალის დაბომბვას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 უკრაინაში რუსული არმიის სამი პოლკოვნიკი მოკლეს

🔴 რუს ოფიცრებს უკრაინის ომში ნათესავების ჩართვა არ სურთ - უკრაინის სადაზვერვო სამმართველო

🔴 რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების შესაერთებლად ემზადება