მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ვინიცა

უკრაინის ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, კიდევ 51 ​​დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, - ამის შესახებ ვინიცის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ბორზოვმა განაცხადა

„ამ დროისთვის ქალაქში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სამედიცინო დაწესებულებებს დახმარების თხოვნით 90-მა ადამიანმა მიმართა, 51 ჰოსპიტალიზებულია. სამაშველო ოპერაციები გრძელდება“, - განაცხადა ბორზოვმა.

ცნობისთვის, ქალაქზე რუსების თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებსა და ავტომობილების პარკინგს დაეცა. დამწვარია 25 ავტომობილი.

წინასწარი ინფორმაციით, 4 რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა გაანადგურეს, ხოლო 3 ქალაქში აფეთქდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴  ვინიცაზე სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

🔴  უკრაინა უკვე 9 მლნ-მა ადამიანმა დატოვა  

🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი

🔴 რუსეთის ფედერაციამ „მოხალისეთა ბატალიონების“ შექმნის ბრძანება გასცა - ISW

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი