მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმის აეროპორტი რუსეთის საკუთრებაში გადადის - აფხაზური მედია

სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესაძლებლობა

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სოხუმის აეროპორტი რუსეთის საკუთრებაში გადადის, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება

აეროპორტის ინვესტორი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული რუსული კომპანია Basic Element Ltd-ია, რომლის წილის უმრავლესობაც რუს ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის. 

შეთანხმების მიხედვით, აფხაზურის მფლობელობაში მხოლოდ აეროპორტის მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი დარჩება. 

ცნობისთვის, ოლეგ დერიპასკა ოლიგარქია, რომელიც პუტინის რეჟიმს მხარს აქტიურად უჭერს. მის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა ჯერ კიდევ 2018 წელს დააწესა. გარდა ამისა, მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ნათესავები ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას კერძო თვითმფრინავებს, სახლებსა და სასტუმროებს იყენებენ, სანაცვლოდ კი ლავროვი ბიზნესმენის ინტერესებს ლობირებას უწევს.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის პროექტირებაზე და აღდგენაზე ფული უკვე გამოყოფილია და მისი აღდგენა 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი

✔️ „ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთზე“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

✔️ ყირიმში სამხედრო საწყობში აფეთქება ელიტარულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა მოაწყო - NYT