კონფლიქტები

ყირიმში სამხედრო საწყობში აფეთქება ელიტარულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა მოაწყო - NYT

აფეთქება ყირიმში
1660653851
დაკოპირებულია

ყირიმში ჯანკოის მახლობლად საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებებები ელიტარულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა მოაწყო, - ამის შესახებ The New York Times-ი იუწყება. 

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.

ოპერაციის დეტალები და დანაყოფის დასახელება არ გახმაურებულა.

უკრაინულ მხარეს აფეთქებებში მონაწილეობა არ დაუდასტურებია, თუმცა, ოფიციალურმა პირებმა გაკეთებული განცხადებებით მიანიშნეს, რომ სამხედრო საწყობის განადგურება შემთხვევითი ინციდენტი არ იყო.

ამავდროულად, რუსული მხარე აცხადებს, რომ საწყობში მომხდარი აფეთქებები „დივერსანტების“ ნამოქმედარია. 

ინფორმაციისთვის, დილით, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა. ყირიმის ჯანკოის რაიონში რუსული სამხედრო ბაზა დაიწვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ფინეთი წლის ბოლომდე ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება - ფინური მხარე

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი

✔️ ალიგატორის თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა - შემთხვევა სამხრეთ კაროლინაში

✔️ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის

✔️ უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებს შორის განხეთქილება მოხდა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“