მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

„რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და მოკავშირეების დაცვას“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„როგორც ადრე, რუსეთი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას კოორდინირებულ ერთობლივ მუშაობაში, თავის მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რათა გააუმჯობესოს საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული მექანიზმები და შექმნას ახალი, თანმიმდევრულად გააძლიეროს ეროვნული შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურები, მათი თანამედროვე იარაღით და სამხედრო ტექნიკით აღჭურვით.

უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების დაცვა, გადავდგათ სხვა ნაბიჯები უფრო დემოკრატიული სამყაროს მშენებლობისკენ, სადაც გარანტირებულია ყველა ხალხის უფლებები და კულტურულ-ცივილიზაციური მრავალფეროვნება“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. 

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა. 

„აშკარაა, რომ მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში საფრთხეებისა და რისკების დაძლევა, ქვეყნებს შორის ნდობის დონის ამაღლება და მათი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ თანამედროვე მრავალპოლარული სამყაროს სისტემის ფუნდამენტური გაძლიერებითაა შესაძლებელი.

უნიპოლარული მსოფლიო წესრიგის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. სწორედ მრავალპოლარული მსოფლიო, რომელიც აგებულია საერთაშორისო სამართალზე და უფრო სამართლიან ურთიერთობებზე, ხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად. მათ შორისაა რეგიონული კონფლიქტები და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ტერორიზმი და კიბერდანაშაული“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

✔️ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის

✔️ უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებს შორის განხეთქილება მოხდა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ „რუსეთს არ სჭირდება გაღიზიანება, ბუნებრივად გაღიზიანებული წარმონაქმნია“ - ნონა მამულაშვილი

✔️ „რუსეთს ძალიან უჭირს იარაღის შემოტანა, გზები ნაწილობრივ გადაკეტილია“ - მამუკა მამულაშვილი