კონფლიქტები

„საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

რუსეთის პრეზიდენტი
1660668254
დაკოპირებულია

2021 წლის ოქტომბერში თეთრ სახლს უკვე ნათლად ესმოდა, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან შეტევას დაიწყებდა უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ Washington Post-ი წერს, რომელიც ნატოსა და თეთრ სახლში მის წყაროებს ეყრდნობა.

გამოცემის თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში ბაიდენმა შეხვედრა გამართა სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებმაც თავიანთი ანალიზის საფუძველზე დაარწმუნეს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ კრემლი ომისთვის ემზადებოდა.

სატელიტური გამოსახულებები, დაზვერვის ოფიცრების საუბრები მიუთითებდა, რომ რუსეთი ემზადებოდა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყებად.

პუტინის გეგმები ამბიციური იყო: დიქტატორი ელოდა უკრაინის  დიდი ნაწილის დაკავებას და შემდეგ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს დაემუქრებოდა. აშშ-ს ესმოდა, რომ საჭირო იყო სასწრაფოდ მოემზადებინა უკრაინა ომისთვის. თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ შეამცირა ნდობის დონე აშშ-ის მიმართ. შემოდგომაზე თეთრმა სახლმა დაიწყო უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის გზების ძიება.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ოქტომბერში განაცხადა, რომ დაზვერვის თანახმად, პუტინი გეგმავს უკრაინაზე დიდი სტრატეგიული შეტევის განხორციელებას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით.

გამოცემის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებს სურთ კიევს ყველა მხრიდან ალყა შემოარტყას. 3-4 დღეში რაშისტები უკრაინის დედაქალაქის აღებას გეგმავდნენ. საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ვოლოდიმირ ზელენსკი თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა. რუსეთის ფედერაციას სურდა ზელენსკის ნაცვლად თავისი მარიონეტის დანიშვნა.

რამდენიმე კვირაში რუსებს სურდათ მიეღწიათ უკრაინის დასავლეთით, ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზით, რომელიც გადაჭიმული იყო მოლდოვიდან დასავლეთ ბელორუსამდე. რაშისტებს ამ ტერიტორიაზე უკრაინის სახელმწიფოს ნანგრევების დატოვება სურდათ. მათ აღნიშნეს, რომ „ამ მიწებზე ნეონაცისტები ცხოვრობენ“.

Washington Post წერს, რომ აშშ-ის დაზვერვა შოკირებული იყო, არ სჯეროდათ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაკარგავდა საღი აზროვნების უნარს, რადგან ეს შეიძლება არაპროგნოზირებად შედეგებად იქცეს.

ოქტომბრის საიდუმლო შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა მიიღო ორი გადაწყვეტილება - გაეფრთხილებინა მოსკოვი ომის შედეგების შესახებ და ეცნობებინა კიევისთვის და მისი მოკავშირეებისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ დაზვერვის მონაცემები უკრაინის ხელმძღვანელობასაც გადაეცა. მაგრამ უკრაინაში ამას სკეპტიციზმით უყურებდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დმიტრო კულებამ ეს იმით ახსნა, რომ უკრაინამ დეტალები ითხოვა, მაგრამ ვერ მიიღო.

„12 იანვარს, CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა გააფრთხილა ზელენსკი  რუსეთის გეგმების შესახებ. ბერნსმა უკრაინის პრეზიდენტს უამბო ყველა ის დეტალი, რაც ამერიკულმა დაზვერვამ შეიტყო. ზელენსკიმ შეიტყო, რომ კრემლი ამზადებს ბლიცკრიგს უკრაინის წინააღმდეგ და ერთ-ერთი მიზანია „კიევის ხელში ჩაგდება და ცენტრალური ხელისუფლების ლიკვიდაცია“, - იუწყება Washington Post-ი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი

✔️ „ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთზე“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

✔️ ყირიმში სამხედრო საწყობში აფეთქება ელიტარულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა მოაწყო - NYT