მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს ინვესტიციაა გლობალურ უსაფრთხოებაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტის დროს კონგრესს მიმართა.

მისი თქმით, ომიდან 300 დღეზე მეტი გავიდა, უკრაინაში ჯარისკაცები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გასამარჯვებლად.

„ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა. საკმარისია? გულწრფელად, ნამდვილად არა. თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობით ვატარებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დახმარება უკრაინას სარგებელს მოუტანს, ის ასევე შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების ინტერესებშია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ სეგრეგაციის პოლიტიკა უწოდა

👉 დონეცკში დაბომბვისას დიმიტრი როგოზინი დაიჭრა - BBC

👉 უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს

👉 „უკრაინაში კარგი ამბებით ვბრუნდები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ

👉 „მე და ზელენსკი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს“ - ჯო ბაიდენი