მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

„ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“
1656922581
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ იმედის ეთერში კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების შესახებ ისაუბრა. 

ინფექციონისტის თქმით, „ომიკრონის“ ქვეშტამები  BA.5 და  BA.4 მარტივად ვრცელდება და გვერდს უვლის უკვე არსებულ იმუნიტეტს. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ  მოუწოდა. 

ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი კორონავირუსის შემდეგ ტალღებს უფრო მეტად მომზადებული ხვდება. 

„კოვიდი არსად წასვლას არ აპირებს და მასთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს. ახალმა შტამებმა BA.5-მა და BA.4-მა, რომელიც არის „ომიკრონის“ ქვეშტამები აჩვენა ერთი რამ, მათ ახასიათებს ადვილად სწრაფად გავრცელება და გვერდს უვლიან ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, რომელიც სხვა შტამების გადატანის შემდეგ  ყალიბდება და აქედან გამომდინარე, წარმოადგენენ რისკს რომ გამოიწვიონ ფართომასშტაბიანი გავრცელება. 

ახალი შტამები სამწუხაროდ, გვერდს უვლის, როგორც გადატანის შედეგად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, ასევე, ვაქცინაციის შედეგად. ჯერჯერობით არსებული მონაცემებით ის ადამიანები, ვინც არიანს სრულფასოვნად ვაქცინირებულები, ვგულისხმობ სამჯერადად და ოთხჯერადად ვაქცინირებულებს, ეს ადამიანები დაცულები არიან დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. ახალ ქვეშტამებსაც ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. 

ამ ქვეშტამებს აღმოაჩნდა უნარი, გავრცელდეს საკმაოდ სწრაფად, იმაზე სწრაფადაც კი ვიდრე ვრცელდებოდა BA.1 და BA.2. თუმცა, ახალა ბევრად უფრო მზად ვართ. არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია და მათი დროული გამოყენება ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკებს. 

არის რისკები, რომ კოვიდი მუდმივად დარჩეს ჩვენს ცხოვრებაში, გადავიდეს ენდემიაში და იყოს პერიოდულად ასეთი ეპიდაფეთქებები. საქართველოში 40-50% ცირკულირებს ახალი შტამები. პანდემია ჯერ არ დამთავრებულა თუმცა ვართ პანდემიის მიწურულში, თუმცა ეს პატარა პატარა ტალღები ერთი წლის განმავლობაში იქნება, მაგრამ საბოლოოდ დასრულდება კოვიდის დამარცხებით“, - აცხადებს ინფექციონისტი. 

შეგახსენებთ, 20-26 ივნისის პერიოდში კოვიდ 19-ის 1 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, ხოლო ვირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, საქართველოში „ომიკრონის “ახალი ქვეშტამი BA.5 გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია“ - ივანე ჩხაიძე

👉 „ანტისხეულებს კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.5 გვერდს უვლის“ - ზაზა წერეთელი

👉 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტები გავრცელდა - ფრანგებმა კვლავ უნდა დაიწყონ ნიღბების ტარება

👉 ახალი შტამი მსუბუქი არ იქნება, მოსალოდნელია პატარა ტალღები - გიორგი კამკამიძე

👉 „არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს“ - ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე