მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვთხოვ გენშტაბს, მომავალში ჩემს გარეშე არ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი გენშტაბისგან განმარტებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს მიმართა, რომ ყველა გადაწყვეტილება მასთან შეათანხმონ. ზელენსკი გენერალური შტაბისგან განმარტებას ითხოვს სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირთა, წვევამდელთა და რეზერვისტთა ნებართვის მიღების პროცედურასთან დაკავშირებით.

„დღეს გენერალური შტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ახალწვეულთა და რეზერვისტებისთვის რაიმე სახის ნებართვების მიღების წესის დამტკიცების შესახებ გენშტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ვხედავ, რომ არსებობს სხვადასხვანაირი შეფასებები. ვუბრძანე თავდაცვის სამინისტროს, ასევე გენერალურ შტაბს, რომ მომაწოდონ ყველა სახის ინფორმაცია, ვპირდები მოსახლეობას, რომ ამ საქმეს გავუმკლავდები. ვთხოვ გენერალურ შტაბს, მომავალში ჩემს გარეშე არ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ომის დროს წვევამდელებს და რეზერვისტებს ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაბამისი ტერიტორიული გაწვევისა და სოციალური დახმარების ცენტრის უფროსის ნებართვის გარეშე. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიულ ცენტრში ნებართვის აღება შესაძლებელი იქნება 30 დღიდან ერთ წლამდე ვადით.  

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რა დამოკიდებულება აქვთ კრემლში, როდესაც თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს ატყუებს“ - არესტოვიჩის თქმით, შოიგუმ პუტინი მოატყუა

👉 კანადა და დანია - პირველი ქვეყნები, რომლებმაც უკვე განახორციელეს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების კანონის რატიფიცირება

👉 „ჩემი რჩევა იქნება, გაიქცეთ“ - რამზან კადიროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის გაქცევა ურჩია

👉 ასლან ბჟანიამ ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელს“ რესპუბლიკის „გათავისუფლება“ მიულოცა

👉 მას შემდეგ რაც ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების საკითხზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რუსეთმა ფინეთის საზღვრიდან მოულოდნელად გაიყვანა ჯარები - მედია