მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკის ჰოლივუდის სტილში დადგმული ვიზიტისას აპლოდისმენტებითა და სარკასტული ჩაცინებით გამოცხადდა, რომ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ „მარიონეტული ომის“ გაგრძელება - რუსეთის ელჩი

რუსი დიპლომატი ანატოლი ანატოლოვი

ვაშინგტონში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტმა აჩვენა, რომ მას და აშშ-ის ხელმძღვანელობას არ სურთ მშვიდობა და არ არიან ამისთვის მზად.

„ზელენსკის ვიზიტმა, ვაშინგტონში გამართულმა საუბრებმა აჩვენა, რომ არც (აშშ-ის) ადმინისტრაცია და არც ზელენსკი არ არიან მზად მშვიდობისთვის. ამერიკულ მედიაში გაჟღენთილი თეზისები იმის შესახებ, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული მშვიდობის მიღწევით, მცდარია. ზელენსკის ვიზიტმა ვაშინგტონში, რომელიც ჰოლივუდის სტილში იყო დადგმული, საბოლოოდ დაადასტურა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის შემრიგებლური განცხადებები რუსეთთან დაპირისპირების არარსებობის შესახებ არის „ცარიელი ფრაზა“. აპლოდისმენტებითა და სარკასტული ჩაცინებით გამოცხადდა, რომ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ „მარიონეტული ომის“ გაგრძელება ჩვენზე სრულ გამარჯვებამდე“, - განაცხადა ანტონოვმა.

ანტონოვმა ვაშინგტონის განცხადების შემდეგ კიევში „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები სისტემატურად ანადგურებენ დასავლურ იარაღს უკრაინაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს ინვესტიციაა გლობალურ უსაფრთხოებაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს

👉 მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ სეგრეგაციის პოლიტიკა უწოდა

👉 დონეცკში დაბომბვისას დიმიტრი როგოზინი დაიჭრა - BBC

👉 უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს

👉 „უკრაინაში კარგი ამბებით ვბრუნდები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ