მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი უკრაინას მძიმე შეიარაღებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს - ჯოზეფ ბორელი

 ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობით. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ბორელმა, გერმანიაში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევენ მძიმე იარაღით, როგორიცაა ტანკები და არტილერია.

„ეს იქნება ზეწოლის გაზრდა რუსეთზე ეკონომიკური სანქციების გზით და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელება დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ბორელმა. 

ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ნავთობზე ემბარგოს საკითხის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღწეული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ შვედეთი და ფინეთი ნატოში მათი წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ

✔️ რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება დიდ საფრთხეს წარმოადგენს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

✔️ რუსული არმია დასავლეთის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით - რუსეთის ელჩი ევროკავშირში