მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვედეთი და ფინეთი ნატოში მათი წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ

ფინეთი-შვედეთი-ნატო

„თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის ნეგატიური დამოკიდებულება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა“, - ამის შესახებ უკრაინული მედია SVT-ზე დაყრდნობით იტყობინება.

„შევხვდი ჩემს თურქ კოლეგას, შეხვედრაზე კი ნატოში შვედეთის შესაძლო წევრობის განაცხადის შეტანაზე ვისაუბრეთ. გვაქვს კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა და მას მსგავსი არაფერი უთქვამს, არც ნატოს ელჩს.  იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ყველაფერი თუ გადავწყვეტთ ნატოში განაცხადის შეტანას. ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ გზავნილებს“, - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ამასთან, ფინეთის საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ასევე განაცხადა, რომ მისმა თურქმა კოლეგამ ადრე დადებითად ისაუბრა სკანდინავიის ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თაობაზე.

„ჩვენ გვჭირდება მოთმინება ამ პროცესში. ეს ყველაფერი ყოველთვის პოლიტიკას ეხება. პრობლემების უმეტესობა ყოველთვის შეიძლება მოგვარდეს“, - განაცხადა მან ერდოღანის განცხადების კომენტირებისას.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრია, არ შეუძლია დადებითად შეაფასოს შვედეთისა და ფინეთის გეგმები ალიანსში გაწევრიანების შესახებ.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება დიდ საფრთხეს წარმოადგენს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

✔️ რუსული არმია დასავლეთის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით - რუსეთის ელჩი ევროკავშირში

✔️ რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

✔️ რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - ბუდანოვი