მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული არმია დასავლეთის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით - რუსეთის ელჩი ევროკავშირში

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში

„რუსული არმია ამერიკისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით“, - ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვიმ განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის განზრახვა უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა არ ყოფილა.

„სამხედრო ოპერაცია“ გრძელდება გარკვეული სიჩქარით უკრაინაში სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, მათ შორის რუსეთის ჯარების და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოკავშირეების, ისევე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით.

რუსული არმია ამერიკისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა განზრახვა. უნდა გავიმეორო, რომ რუსეთის განზრახვა არ იყო ტერიტორიის დაპყრობა უკრაინაში“, - აცხადებს რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

✔️ რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - ბუდანოვი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა - უკრაინის გენშტაბი

✔️ რუსული ჯარები ცდილობენ შეაღწიონ სლავიანსკში და კრამატორსკში - ბრიტანული დაზვერვა

✔️ 🎥 უკრაინის ეროვნული გვარდიის არტილერისტებმა საცხოვრებელი კორპუსის უკან დამალული დამპყრობლები გაანადგურეს