მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

ვაქცინაცია

ევროკავშირის 4 ქვეყანაში - გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიასა და პორტუგალიაში „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. შესაბამისი პრეპარატები ამ ქვეყნებმა უკვე მიიღეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ევროკავშირის მიერ საერთო ჯამში ვაქცინის 13 600 დოზაა შეძენილი. ყველაზე მეტი დოზა - 5300 ესპანეთმა მიიღო.  ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ევროპის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, 6 ივლისისთვის ევროკავშირის 33 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 5950 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ფაქტი (1351) დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, შემდეგ მოდიან გერმანია და ესპანეთი. 

ინფიცირებულთა უმეტესობა 18-50 წლის კაცები არიან, რომლებსაც სხვა კაცებთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ. ამასთანავე ეპიდემიოლოგები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ იმას, რომ ვირუსი ერთსქესიანი კონტაქტების დროს გადაეცემა.

2022 წლამდე მაიმუნის ყვავილი საკმაოდ იშვიათ დაავადებად ითვლებოდა, რომელიც ეკვატორულ აფრიკაში გვხვდებოდა. დაავადების დროს ადამიანს აღენიშნება მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, ხოლო ყველაზე ნიშანდობლივი სიმპტომია გამონაყარი კანზე. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ზრდასრული ადამიანი, როგორც წესი, 2-4 დღეში, გამოჯანმრთელდება, მაგრამ გამონაყარისგან ნაიარევები შეიძლება ცხოვრების ბოლომდე დარჩეს.

ამავე თემაზე:

🔴 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

🔴 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს

🔴 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე

🔴 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?