საზოგადოება

მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1653068226
დაკოპირებულია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მაიმუნის ჩუტყვავილას ვირუსზე წერს. დღეს {20 მაისს} ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განიხილავს აღნიშნულ ვირუსს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის საერთაშორისო შეშფოთების გამოცხადების შესაძლებლობას.

მისი თქმით, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს იყო.

„დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ სასწრაფოდ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის გადაუდებელი შეხვედრა მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების გამო, რათა განიხილონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის საერთაშორისო შეშფოთების გამოცხადების შესაძლებლობა. ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის პროცესი იყო. ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.

მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში: ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).

ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს, მაგრამ არსებული ჩუტყვავილას ვაქცინა არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად (21/05/2022) უკვე დადასტურდა შემდეგ ახალ ქვეყნებში (ჯერ 11 არის):

❌ ბრიტანეთში

❌ პორტუგალიაში

❌ ესპანეთში

❌ იტალიაში

❌ შვედეთში

❌ გერმანიაში

❌ ბელგიაში

❌ საფრანგეთში

❌ ამერიკაში

❌კანადაში

❌ავსტრალია

ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.
ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:

მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი, მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.

⭕ როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?

სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.

ამჟამად სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.ეს ვირუსი პირველად1958 წელს მაიმუნებში აღმოაჩინეს, ხოლო 1968 წელს - ადამიანებში. ის ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე, ჰაერწვეთოვანი გზით და სხეულის სითხეების მეშვეობით“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ამავე თემაზე:

📢 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

📢 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს

📢 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

📢 „მაიმუნის ვირუსის სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი“ - გიორგი ფხაკაძე

📢 როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები