საზოგადოება

რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ვირუსი „მაიმუნის ყვავილი“
1652950209
დაკოპირებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის მკვიდრს მაიმუნის ვირუსი, იგივე  „მაიმუნის ჩუტყვავილა“ (monkeypox) დაუდასტურდა. ამის შესახებ abcnews წერს. 

ამერიკული მედიასაშუალება წერს, რომ ეს არის იშვიათი ვირუსის პირველი შემთხვევაა, რომელიც წელს აშშ-ში გამოვლინდა.

მასაჩუსეტსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, პაციენტი არის ზრდასრული მამაკაცი. 

„საქმე არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის და კაცი ჰოსპიტალიზებულია და ნორმალურ მდგომარეობაშია“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ლონდონსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში მაიმუნის ყვავილის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, 18 მაისს კი დაავადების რამდენიმე შემთხვევის შესახებ კიდევ ორმა ევროპულმა სახელმწიფომ განაცხადა, მათ შორის ესპანეთმა და პორტუგალიამ.

რა უნდა ვიცოდეთ „მაიმუნის ვირუსზე“? 

Monkeypox ანუ „მაიმუნის ყვავილი“ არის იშვიათი დაავადება, რომელიც გამოწვეულია მაიმუნის ვირუსით. პირველი შემთხვევა ადამიანებში დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970 წელს და მას შემდეგ დაავადება გავრცელდა რამდენიმე სხვა ქვეყანაში, ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში.

მაიმუნის ვირუსი ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიცაა. 

⭕ როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?

ვირუ­სის სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ზურ­გის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ჩნდე­ბა სა­ხე­ზე, ხოლო შემ­დეგ სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­საც ედე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდე­ბა ხე­ლის ­გუ­ლებ­სა და ტერ­ფებ­ზე.

გა­მო­ნა­ყარს ახა­სი­ა­თებს მწვა­ვე ქა­ვი­ლი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.

„მაიმუნის ჩუტყვავილა“  - მკურნალობა და პროფილაქტიკა

ამჟამად „მაიმუნის ყვავილის“ მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ვირუსის სამკურნალოდ, ნაჩვენებია, რომ ეფექტურია ლაბორატორიულ და ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებშიც.

ერთი ვაქცინა დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლების მარეგულირებელი ორგანოს მიერ  18 წელზე უფროსი ასაკის პირებში გამოსაყენებლად. 

„მაიმუნის ვირუსის“ ეპიდემია ნაკლებად სავარაუდოა, რომ პანდემიაში გადაიზარდოს - ჯანმო

ამავე თემაზე

🔴 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს

🔴 „მაიმუნის ვირუსის სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი“ - გიორგი ფხაკაძე

🔴 როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?

🔴 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

🔴 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე

🔴 „მაიმუნის ვირუსი“ - 12 ქვეყანაში ინფექციის 80-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა - BBC

🔴 როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები