მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატო-რუსეთის ურთიერთობებში პრობლემები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც იქნება - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნი

ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაშიც დაძაბული იქნება.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„მოსკოვის რეჟიმს სურს განსხვავებული ევროპა. მას სურს გააკონტროლოს მეზობელი ქვეყნები და განიხილავს დემოკრატიას და თავისუფლებას, როგორც საფრთხეს. ეს აყენებს რუსეთს მუდმივი კონფრონტაციის მდგომარეობაში დასავლეთთან. ამიტომ, თუნდაც ეს ომი დასრულდეს, პრობლემები ჩვენს ურთიერთობებში რუსეთთან მიმართებით, მაინც იქნება“, - აცხადებს სტოლტენბერგი. 

გენერალურმა მდივანმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დიქტატორის გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ ომში საშიშია არა მხოლოდ სხვა ქვეყნისთვის, არამედ მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის.

„თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ასევე საშიშია ჩვენთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნატოს და ალიანსის ყველა უსაფრთხო ქვეყნის ინტერესებში შედის.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 პუტინის ენერგეტიკული გამბიტი იშლება, გაზის საწყობები კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა - Bloomberg

👉 აშშ-ში ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში ჯაშუში ანა მონტესი გაათავისუფლეს - BBC

👉 „ჩემი ძველი მეგობარი ზელენსკი როლში ზედმეტად შეიჭრა“ - კირკოროვი დასანქცირებაზე

👉 ვოლოდინი აცხადებს, რომ უცხოური კომპანიების თითქმის 70%-ზე მეტი რუსეთში დარჩა

👉 ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა - Reuters

👉  უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

👉  პოდოლიაკი - რუსეთი ყირიმიდან გაქცევისთვის მზად არის

👉 ჩინეთი ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს პირველად ხსნის

👉 ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, მისი მხარდაჭერის პროტესტი წესებს მიღმა გავიდა

👉  არეულობა ბრაზილიაში - დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი