მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოში გაწევრიანება საფრთხეშია? შვედეთი ადასტურებს თურქეთთან მოლაპარაკებების შეჩერებას

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებები თურქეთთან სტოკჰოლმში ყურანის დაწვის ფონზე შეჩერდა. ამის შესახებ Expressen-ისთვის მიცემულ კომენტარში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.

„ბოლო კვირების მოვლენებმა დროებით შეაჩერა ეს პროცესი (თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მოლაპარაკებები)... მთავრობაც ახლა ხარჯავს დროსა და ძალისხმევას ამ პროცესის წინსვლისთვის“, - აღნიშნა მან.

ბილსტრემის თქმით, მისი ქვეყანა ახლა ახლოს არის ნატოში გაწევრიანების შესახებ მემორანდუმის ყველა პუნქტის შესრულებასთან, რომელიც ფინეთს, თურქეთსა და შვედეთს შორის დაიდო.

„რა თქმა უნდა, ბოლო მოვლენებმა (ყურანის დაწვას) ამას ხელი არ შეუწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ მემორანდუმი და ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპი. ნატოში გაწევრიანების პროცესი არ შეჩერებულა. მთავრობა აგრძელებს შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის მემორანდუმის განხორციელებას. მაგრამ თურქეთი წყვეტს, როდის მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება“, - აღნიშნა მან. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ყველაფერი მტვრად იქცევა - დიმიტრი მედვედევი

👉 მე, ბექა ბასილაია და დიტო საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს მრავალი წელია ვიცავთ, არცერთ ეტაპზე ჩვენ არავითარი ჰონორარი არ მიგვიღია - შოთა თუთბერიძე

👉 მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი, დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად - ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 ვახტანგ მეგრელიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს

👉 უკრაინა პარტნიორებისგან 24 მოიერიშე თვითმფრინავის მიღებას ელოდება - იური იგნატი