მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მე, ბექა ბასილაია და დიტო საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს მრავალი წელია ვიცავთ, არცერთ ეტაპზე ჩვენ არავითარი ჰონორარი არ მიგვიღია - შოთა თუთბერიძე

ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილის Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ის ამბობს, „დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის“.

„გუშინ საღამოდან მოყოლებული, არაერთი ადამიანისგან მივიღე კითხვა, მინიშნება, წუხილი იმის შესახებ, პრეზიდენტის დაცვა მძიმე ფინანსურ ტვირთად ხომ არ ვაქციეთ. ყოველგვარი სპეკულაციის გამოსარიცხად, საჯაროდ განვმარტავ:

მე და ჩემი მეგობრები (ბექა ბასილაია, დიტო საძაგლიშვილი) მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს მრავალი წელია, ვიცავთ, მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს პატივია, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ქართული სახელმწიფოს მოდერნიზაციის ავტორისა და თანამედროვე საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის ადვოკატირება პიროვნული და პროფესიული ღირსების საქმედ მიგვაჩნია.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ არცერთ ეტაპზე, ჩვენ, არასდროს, არავითარი ჰონორარი არ მიგვიღია. ეს საკითხი არც არასდროს ყოფილა დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეების გამო, ჩვენი მომსახურების მიღებისგან არაერთმა პირმა თავი შეიკავა.

ეს ჩვენი არჩევანია.

ბუნებრივია, სრულიად გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ინტერესების დაცვა კომპლექსური, მრავალშრიანი პროცესია და მასში არა მხოლოდ ჩვენ, არამედ არაერთი სხვა ადამიანი, მათ შორის, იურიდიული განათლების მქონე პირია ჩართული. სავარაუდოდ, ინტერვიუს ეს ნაწილი მათ ეხებოდა.

ჩვენ კი, იგივე გულმოდგინებითა და რწმენით, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას“, - წერს თუთბერიძე.

Pia.ge სააკაშვილის კიდევ ერთ ადვოკატს, ვალერი გელბახიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, მას სააკაშვილისგან ერთი თეთრიც არ აუღია და არც აიღებს, რადგან მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

„ხატზე დამეფიცება, ერთი თეთრიც არ ამიღია და არც ავიღებ. იმიტომ, რომ მომაკვდა ადამიანს ვეხმარები, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი. მასთან საადვოკატო საქმიანობას პრაქტიკულად არ ვეწევი“, - აღნიშნა გელბახიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი, დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად - ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 ვახტანგ მეგრელიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს

👉 უკრაინა პარტნიორებისგან 24 მოიერიშე თვითმფრინავის მიღებას ელოდება - იური იგნატი

👉 რუსებმა კონსტანტინივკა დაბომბეს - დაიღუპა 3 და დაშავდა 14 ადამიანი

👉 ფული, რომელიც შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა