მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო რუსეთის დეფოლტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო

„რუსეთმა სუვერენულ ევროობლიგაციებზე გადასახადები სრულად გადარიცხა, ემისიის დოკუმენტის შესაბამისად კი მესამე მხარის ქმედების გამო ინვესტორისთვის ფული არმიღება დეფოლტად არ ითვლება“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დეფოლტი განიცადა.

„ევროობლიგაციების ზოგიერთ მფლობელს უცხოური ფინანსური შუამავლების ქმედებებით ფული არ მიუღია. გადაუხდელობის შემთხვევა, ემისიის დოკუმენტაციის მიხედვით, არის მოვალის მხრიდან გადახდის არარსებობა. ამ შემთხვევაში კი მოსკოვმა თავისი ვალდებულებები შეასრულა. ამავდროულად, რუსული მხარე ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ობლიგაციების მფლობელებმა ვერ მიიღეს ეს თანხა მესამე მხარის ქმედებების გამო.

იმის გათვალისწინებით, რომ უცხოური ფინანსური შუამავლების ქმედებები რუსეთის ფინანსთა სამინისტროს კონტროლის მიღმაა, მათგან რუსეთის ფედერაციის ევროობლიგაციებზე გადახდების მიუღებლობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ინვესტორები შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს დაუკავშირდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პირველად 1918 წლის შემდეგ, რუსეთმა სუვერენული ვალის დეფოლტი განიცადა. დეფოლტი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. მათ დასავლელ კრედიტორებს რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების გზები გადაუკეტეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რუსეთის დეფოლტის შესახებ ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია“ - პესკოვი

👉 „რუსეთმა უკვე წააგო ომი“ - ენტონი ბლინკენი

👉 პუტინის ახლო მოკავშირე ლონდონს მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში „პირველი დარტყმით“ ემუქრება

👉 უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს - ბორის ჯონსონი

👉 ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს - ბრიტანული დაზვერვა