მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და ნატოს მოკავშირეებმა არ უნდა წაახალისონ უკრაინა, დათანხმდეს მშვიდობის არამოგებიან პირობებს, მაშინ როდესაც რუსეთის ომი იწელება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ბრიტანეთის პრემიერი დასავლეთის მოკავშირეებს მოუწოდებს, დაეხმარონ უკრაინელებს „სტრატეგიული გამძლეობით“

„ჩემი მთავარი გზავნილი დიდ შვიდეულისა და განსაკუთრებით ნატოსთვის გახლავთ ის, რომ ახლა არ არის დანებების და წახალისების დრო - უკრაინელები არ უნდა დაკმაყოფილდნენ ცუდი მშვიდობით. ის მშვიდობა, რომლისთვისაც მათ საკუთარი ტერიტორიების დათმობა მოუწევთ, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ“, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ ასეთი სცენარი კატასტროფა იქნება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გაამხნევებს და მსოფლიოს ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს.

„მოვიდა იმის აღიარების დრო, რომ უკრაინელებს დახმარება სჭირდებათ, რათა შეცვალონ დინამიკა დონბასში, სევეროდონეცკში, შემდეგ კი სამხრეთით სახმელეთო ხიდის მიდამოში“, - განაცხადა  ბორის ჯონსონმა.

ამასთან, ჯონსონმა ხაზი გაუსვა სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობას.

„ზოგიერთი უღარიბესი ქვეყანა აბსოლუტურად დამოკიდებულია უკრაინიდან მიწოდებულ მარცვლეულზე“, - დასძინა ჯონსონმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 „აზრი არ აქვს დასუსტებულ პოზიციებზე დარჩენას“ - სერგეი გაიდაი

👉 „ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისთვის ბრძოლა კულმინაციაში შევიდა“ - არესტოვიჩი

👉 „რუსეთმა საკვების იარაღად გადაქცევა უნდა შეწყვიტოს“ - უკრაინაში აშშ-ის საელჩო

👉 „რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, მათ რესურსი ეწურებათ“ - ბორის ჯონსონი