მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინას დასავლელი მოკავშირეებისგან საბჭოთა თვითმფრინავი სუ-25 გადაეცა

ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 17 ივნისს უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის Su-25 FROGFOOT-ის პილოტი მალევე დააკავეს.

ამავე ცნობით, მფრინავმა აღიარა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი იყო, რომელიც „ვაგნერის“ სამხედრო მეთაურად დასაქმდა და ომის დროს რამდენიმე მისიას ასრულებდა.

„პენსიაზე გასული პერსონალის გამოყენება, რომლებიც ამჟამად ვაგნერის ჯგუფის წევრები არიან, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის საჰაერო ძალებს საკმარისი ოდენობის სამხედრო პირი არ ჰყავს, რაც მათ მოქმედების ეფექტურობას ამცირებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მისიის შესრულებისას რუსი პილოტი, იყენებდა კომერციულ GPS მოწყობილობებს, რუსული სამხედრო სანავიგაციო აღჭურვილობის ნაცვლად. ეს, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ვაგნერის თვითმფრინავები Su-25-ის ძველი მოდელებია და რუსეთის საჰაერო ძალები მათ უახლეს აღჭურვილობას არ აწვდიან“, - ნათქვამია ანგარიშში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისთვის ბრძოლა კულმინაციაში შევიდა“ - არესტოვიჩი

👉 „რუსეთმა საკვების იარაღად გადაქცევა უნდა შეწყვიტოს“ - უკრაინაში აშშ-ის საელჩო

👉 „რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, მათ რესურსი ეწურებათ“ - ბორის ჯონსონი

👉 ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ლისიჩანსკი დაიკავონ - ISW

👉 „ლიეტუვას მხრიდან ტრანზიტის აკრძალვას პრაქტიკული პასუხი გაეცემა“ - მარია ზახაროვა