მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში დიმიტრიევსკის მონასტერში ჟირინოვსკის ჯანმრთელობისთვის ილოცებენ

რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკი

ორენბურგის საქალაქო დუმის დეპუტატმა სერგეი ნიკოლაევმა ქალაქის მოსახლეობას „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრის ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.  

ჟირინოვსკის ჯანმრთელობისთვის გასამართი ლოცვა დიმიტრიევსკის მონასტერში 13 თებერვალს გაიმართება. 

ბოლო ინფორმაციით, ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა და თითქმის სტაბილურია.

შეგახსენებთ, რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკი რამდენიმე დღის წინ ომიკრონით გამოწვეული ფილტვების დაზიანებით კრემლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჟირინოვსკი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, რადგანაც მას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია.

10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამკურნალოდ, შესაძლოა, ისრაელში ან გერმანიაში გადაიყვანონ.

ამავე თემაზე:

ჟირინოვსკი საავადმყოფოში ახლობლებს ვეღარ ცნობს

⭕ ჟირინოვსკი, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

⭕ ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რუსული მედია