მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი ჰაკერები აშშ-ის სამ ბირთვულ ლაბორატორიას თავს დაესხნენ - Reuters

ჰაკერების ჯგუფი

კრემლის ჰაკერების ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც Cold River, ზაფხულში შეერთებულ შტატებში სამი ბირთვული კვლევის ლაბორატორიას დაესხა თავს. ამის შესახებ Reuters-ის ჟურნალისტების  და ასევე კიბერუსაფრთხოების ექსპერტის მიერ დამოწმებული ინტერნეტჩანაწერები მიუთითებენ.

აგვისტოდან სექტემბრამდე, როდესაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად იყო გამოეყენებინა ბირთვული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაცავად, სწორედ მაშინ Cold River-ი თავს დაესხა სამ ლაბორატორიას - Brookhaven-ს (BNL), Argonsk (ANL)  Lawrence Livermore-ს National Laboratory-ს. (LLNL).

ამასთან, ჟურნალისტებმა ვერ დაადგინეს, რატომ იქნა არჩეული აღნიშნული ლაბორატორიები სამიზნედ და იყო თუ არა წარმატებული თავდასხმები.

კიბერუსაფრთხოების მკვლევრების და დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, Cold River-მა ჰაკერული კამპანია კიევის მოკავშირეების წინააღმდეგ 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაშიც გააძლიერა.

აღნიშნულია, რომ თავდასხმა ამერიკულ ლაბორატორიებზე მოხდა დაახლოებით იმავე დროს, როდესაც უცხოელი ექსპერტები უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოსანახულებლად ჩავიდნენ. 

ჟურნალისტები წერენ, რომ Cold River-ი დაზვერვის სპეციალისტების რადარებზე პირველად 2016 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე თავდასხმის შემდეგ გამოჩნდა. ისინი ასევე მონაწილეობდნენ ათობით სხვა გახმაურებულ ჰაკერულ ინციდენტში ბოლო წლების განმავლობაში. 

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაკერების ჯგუფი, რომლის შესახებაც არასოდეს გსმენიათ. ისინი ჩართულნი არიან კრემლის საინფორმაციო ოპერაციების უშუალო მხარდაჭერაში“, - ამბობს ამერიკულ კიბერუსაფრთხოების კომპანიის ვიცეპრეზიდენტი ადამ მეიერსი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️  აშშ-ში 6 წლის ბავშვმა მასწავლებელი დაჭრა

✔️  ნიუ-იორკში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს

✔️  პენტაგონი - პუტინის საშობაო ზავის შემდეგ რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს

✔️ „ქრისტეს შობა ადამიანებს კეთილი საქმის კეთებას შთააგონებს“ - პუტინი საშობაო ლიტურგიას კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო

✔️ რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა

✔️ ადგილები, სადაც ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია

✔️ უკრაინელებს ქრისტიანული წყალობის ხელი გაუწოდეს, მაგრამ ღორებს არ აქვთ რწმენა და მადლიერების გრძნობა - მედვედევი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტაზე