მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიბეტში ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში ზვავი ჩამოწვა

ტიბეტში ავტომაგისტრალზე, გვირაბის შესასვლელთან ზვავი ჩამოწვა. ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება

მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

„ტიბეტის გზატკეცილზე ზვავის ქვეშ მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაცია დასრულდა. დაღუპულია სულ მცირე 28 ადამიანი“, - აცხადებენ მაშველები. 

ადგილობრივმა ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 1 348 მაშველი და 236 ტექნიკა მონაწილეობდა. 

მაშველებმა განაცხადეს, რომ ზვავი ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია დაკარგული. თუმცა, 53 გადარჩენილი იპოვეს, მათგან ხუთი მძიმედ დაშავდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 ფინეთის პრემიერი შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელად დაინიშნოს - მედია

🔵 ირანის ხელისუფლებას სურს ევროკავშირის ქვეყნების ჯარები ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიაროს

🔵 გერმანია უკრაინას ტანკებს არ მიაწვდის, მაგრამ სხვებს არ ეწინააღმდეგება - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

🔵 ევროპარლამენტარები ოლივერ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ