მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უპილოტო საფრენი აპარატი სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქდა

აფეთქება სარატოვში

დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე სტრატეგიული ავიაციის აეროდრომზე ჩამოვარდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

გამოცემა Astra-ს ცნობით, საფრენი აპარატი ქალაქ ენგელსთან მდებარე ავიაბაზის ასაფრენ ბილიკზე აფეთქდა. დაზიანებული ორი სტრატეგიული ბომბდამშენი „ტუ-95“. ორი სამხედრო დაიჭრა.

სარატოვის და ენგელსის მოსახლეობა წერს, რომ აფეთქების ხმა დილის 6 საათზე გაისმა. ინტერნეტში ვიდეოკადრებიც ვრცელდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიაზანის მახლობლად ბენზინმზიდი აფეთქდა. დაიღუპა სამი და დაიჭრა 6 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ახალი ცივი ომი“ - ერდოღანის პრესსპიკერმა რუსეთსა და დასავლეთს ახალი შეთანხმებისკენ მოუწოდა

👉„რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა, 6 ქართველი მოხალისე კი დაიღუპა“ - ISW

👉 „ეს ომი არ დასრულდება დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით, პუტინის რუსული მისია ჩაიშლება“ - ოლაფ შოლცი

👉 მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია - ჯიმ რიში

👉 დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ცოტა ხნის წინ საპირისპირო დავინახეთ - ენტონი ბლინკენი რუსეთზე