მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა, 6 ქართველი მოხალისე კი დაიღუპა“ - ISW

რუსული ჯარი

„რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა, 6 ქართველი მოხალისე კი დაიღუპა“, - ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი იუწყება

„რუსეთმა დაკარგა ინიციატივა 2022 წლის ზაფხულში დონბასში მისი შეტევის კულმინაციის შემდეგ. უკრაინულმა ძალებმა მოიპოვეს და შეინარჩუნეს ინიციატივა 2022 წლის აგვისტოდან და მას შემდეგ ახორციელებენ წარმატებული თანმიმდევრული ოპერაციების სერიას: უკრაინამ გაათავისუფლა ხარკოვის ოლქის უმეტესი ნაწილი სექტემბერში, ქალაქი ხერსონი ნოემბერში და ამჟამად აყენებს პირობებს ზამთარში მეტი წინსვლისთვის. უკრაინის შესაძლებლობა შეინარჩუნოს სამხედრო ინიციატივა და განაგრძოს მისი ამჟამინდელი ოპერაციული წარმატებების იმპულსი, დამოკიდებულია უკრაინული ძალების მიერ 2022-2023 წლების ზამთრის განმავლობაში თანმიმდევრული ოპერაციების განხორციელებაზე“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა განაგრძეს სახმელეთო შეტევები ბახმუტის გარშემო 4 დეკემბერს.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბერესტოვოეს, ბელოგოროვკას, იაკოვლივკას, სოლედარსა და ბახმუცკესთან და ბახმუტის სამხრეთით ოპიტნეს, კლიშჩიივკას, ანდრიივკას და კურდიუმივკას მახლობლად.

„უკრაინულმა და ქართულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა და ექვსი ქართველი მოხალისე დაიღუპა. უკრაინის ჯარების მიერ გამოქვეყნებული სოციალური მედიის კადრები ასახავს მძიმე ბრძოლებს ბახმუტის სამხრეთით, ოპიტნეში“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, დიდ მსხვერპლს განიცდიან ბახმუტის გარშემო მიმდინარე ოპერაციებში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია - ჯიმ რიში

👉 უკრაინელებს თუ დაელაპარაკები, ქუჩაში ჯოხებითაც იომებენ, თუ ამის საჭიროება იქნება, რუსები ვერასდროს მოახერხებენ ამ ქვეყნის ოკუპაციას - ჯიმ რიში

👉 პუტინს შეუძლია მოლაპარაკებები გადაიარაღებისთვის გამოიყენოს - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

👉 უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

👉 რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ - გაიდაი