მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია - ჯიმ რიში

ამერიკელი სენატორი

„მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, თუ მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს, ჩვენი მხრიდან ესკალაცია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი წაგებულია“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

👉 უკრაინელებს თუ დაელაპარაკები, ქუჩაში ჯოხებითაც იომებენ, თუ ამის საჭიროება იქნება, რუსები ვერასდროს მოახერხებენ ამ ქვეყნის ოკუპაციას - ჯიმ რიში

ამერიკელი სენატორის განცხადებით, ის „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების გადაცემას უკრაინისთვის მხარს უჭერს. 

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ყველანაირ ომის დანაშაულს  სჩადის.

„უკრაინელებმა გააკვირვეს მთელი მსოფლიო იმით, რომ აქვთ უნარი დადებით შედეგებს მიაღწიონ იმ საბრძოლო მასალით, რომლებიც აქამდე მიიღეს. წარმოიდგინეთ, ეს ქვეყანა ებრძვის რუსეთს, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ იყო მიჩნეული. ხალხი ამბობდა, ეს იქნებოდა 3-დღიანი ომი. უკრაინელები არ დაიღალნენ, ისინი დანებებას არ აპირებენ, სანამ საკუთარ მიწას არ დაიბრუნებენ.

„პატრიოტის“ ტიპის რაკეტების გადაცემას უკრაინისთვის მხარს ვუჭერ. უკრაინელები ცალი ხელით იბრძვიან და მეორე ხელი ზურგს უკან აქვთ შეკრული, მათ მეზობლად ჰყავთ ქვეყანა, რომელიც მათ მიწაზე შეიჭრა და სჩადის ყველანაირ ომის დანაშაულს. ამას გარდა, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად გაანადგუროს უკრაინის გათბობის და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა. ჩვენ არ შეგვიძლია დავდგეთ და ამას გვერდიდან ვუყუროთ.

ადმინისტრაციაში არიან ადამიანები - ყველა არა, ზოგიერთები - რომლებიც ამბობენ, „ოჰ, იცით, ჩვენ არ გვინდა ესკალაცია“ -  ეს სისულელეა. მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, თუ მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს, ჩვენი მხრიდან ესკალაცია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი წაგებულია“, - აცხადებს ამერიკელი სენატორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ვლადიმერ პუტინის შეჩერება ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე მისთვის წარმატების მიღწევის საშუალების მიცემა იმაში, რომ მან ევროპის სხვა ქვეყნებიც არ დაიპყრობს - ჯინ შაჰინი

👉 უკრაინელებს თუ დაელაპარაკები, ქუჩაში ჯოხებითაც იომებენ, თუ ამის საჭიროება იქნება, რუსები ვერასდროს მოახერხებენ ამ ქვეყნის ოკუპაციას - ჯიმ რიში

👉 პუტინს შეუძლია მოლაპარაკებები გადაიარაღებისთვის გამოიყენოს - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

👉 უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

👉 რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ - გაიდაი