მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ცოტა ხნის წინ საპირისპირო დავინახეთ - ენტონი ბლინკენი რუსეთზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა cbsnews-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა თუ მხარეები ამით დაინტერესებული არიან. 

ბლინკენის თქმით, დიდი ოცეულის სამიტზე საპირისპირო გამოჩნდა. 

„დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა თუ მხარეები და ამ შემთხვევაში რუსეთი, რეალურად არიან დაინტერესებულნი შინაარსიანი დიპლომატიით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად რომ საპირისპიროა.

როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების წინაშე, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაში არიან, წარადგინა წინადადება, როგორ წავიდეთ წინ მშვიდობისკენ, რა გააკეთა ვლადიმერ პუტინმა? გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მეტი ძალების მობილიზება, უკრაინის ტერიტორიების ანექსია და ახლა ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას.

მან ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება, ასე რომ, ის თავის ბრაზს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე ანთხევს“, - აღნიშნა ბლინკენმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ მსოფლიოში იარაღის გაყიდვები მე-7 წელია იზრდება - სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი

✔️ უკრაინული ძალები გააგრძელებენ კონტრშეტევებს, მაგრამ მაგრამ წარმატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“