მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშინგტონ-პეკინის დაპირისპირებამ შესაძლოა, ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო კონფლიქტი გაამწვავოს - Bloomberg

ინდოეთი-ჩინეთი

ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო, დაძაბულობა ინდოეთ-ჩინეთის საზღვარზე შესაძლოა, უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს“, - ამის შესახებ Bloomberg-ი ინდოელი გენერლის, მანოჟ პანდეს სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება. 

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ კავშირებზე „ნამდვილად გავლენას ახდენს დიდი ძალების მეტოქეობა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ჩინეთსა და აშშ-ს შორის“.

პანდე არის პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც აშშ-ისა და ჩინეთს შორის მზარდი მეტოქეობა აზიელ მეზობლებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების პოტენციურ გაუარესებას დაუკავშირა.

ნიუ დელი და ვაშინგტონი, იაპონიასთან და ავსტრალიასთან ერთად, ეგრეთ წოდებული Quad-ის წევრები არიან, რომელიც ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგობად განიხილება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს ოკუპანტების ბაზას მელიტოპოლში, რუსული ჯარები წინ მიიწევენ ბახმუტში - საბრძოლო რუკები

👉 რუსეთის არმიამ დაკარგა სატანკო პოლკის უმეტესი ნაწილი ავდიივკას მახლობლად - ბრიტანული დაზვერვა

👉 ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ზახაროვა

👉 რუსებმა თითქმის მიაღწიეს ბახმუტის ცენტრს - ISW

👉 რუსეთი არ წყვეტს ბახმუტის ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობას - ალექსანდრ სირსკი