მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა თითქმის მიაღწიეს ბახმუტის ცენტრს - ISW

ბახმუტი

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ რუსები ბახმუტში წინ მიიწევენ - სამხრეთიდან ქალაქის ცენტრისა და ჩრდილო-დასავლეთისკენ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ 27 მარტს, ევგენი პრიგოჟინი, „ვაგნერის“ PMC-ის დამფუძნებელი, ბახმუტის მე-5 სკოლის შენობაში იმყოფებოდა.

გარდა ამისა, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი იუწყება, რომ რუსები დაწინაურდნენ ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ინდუსტრიულ ზონაში ზელენას და ოლექსანდრა კოლპაკოვას ქუჩების გასწვრივ - ეს ბახმუტის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრშია.

ბახმუტში „ვაგნერის“ PMC-ის დაქირავებულებს რუსული არმიის რეგულარული ნაწილები ეხმარებიან.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ კერძო კომპანიის ზოგიერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი შეიძლება გადაყვანილი იყოს ავდიივკას მიმართულებით.

„ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ შესაძლოა გადაწყვიტა ვაგნერის გარკვეული ნაწილების გაგზავნა ავდიივკას რაიონში, რათა მხარი დაუჭირონ DNR-ის ამოწურულ და უხარისხო ქვედანაყოფებს, რომლებიც ამ დასახლების აღებას ცდილობენ“, - ნათქვამია ანგარიშში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, მოლაპარაკებებზე წავიდეს - ISW

👉 რუსები წარუმატებელ შეტევებს ატარებენ ხუთი მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

👉 ომის წელს შეჩერება ცივილიზებული სამყაროს ამოცანაა - ზელენსკი

👉 უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით - პიტერ სიარტო

👉 ნატო არ მალავს თავის მთავარ მიზანს - რუსეთის დამარცხებას და მის შემდგომ დაშლას - პატრუშევი