მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი არ წყვეტს ბახმუტის ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობას - ალექსანდრ სირსკი

ბ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს.

„რუსები ცდილობენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტის მიმართულებაზე. ისინი არ წყვეტენ ქალაქის ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობებს. ოკუპანტმა გაისროლა ყველა თავისი საუკეთესო შენაერთი გამარჯვების მისაღწევად. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ოკუპანტი გავანადგუროთ და შევქმნათ წინაპირობები, რომ შეტევაზე გადავიდეთ“, - აცხადებს ალექსანდრ სირსკი.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა ოკუპანტის ძალების ამოწურვა, რაც დააჩქარებს უკრაინის გამარჯვებას და მათი მიწების გათავისუფლებას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის არმიამ დაკარგა სატანკო პოლკის უმეტესი ნაწილი ავდიივკას მახლობლად - ბრიტანული დაზვერვა

👉 ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ზახაროვა

👉 რუსებმა თითქმის მიაღწიეს ბახმუტის ცენტრს - ISW

👉 ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, მოლაპარაკებებზე წავიდეს - ISW

👉 უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით - პიტერ სიარტო