მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის არმიამ დაკარგა სატანკო პოლკის უმეტესი ნაწილი ავდიივკას მახლობლად - ბრიტანული დაზვერვა

ავდიივკას მახლობლად, რუსული არმია კარგავს ტანკებს ფრონტალურ შეტევებში

ბოლო დღეებში რუსეთი აგრძელებს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას ალყაში მოქცევის ოპერაციას. თუმცა, რუსეთის ჯარებმა მხოლოდ მცირე პროგრესს მიაღწიეს მძიმე დანაკარგების ფასად, - ამის შესახებ RBC-Ukraine ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც შეჯამებაშია აღნიშნული, რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა დიდი ალბათობით დაკარგა თავისი ტანკების უმეტესი ნაწილი ავდიივკას ალყაში მოქცევის მცდელობისას. ეს პოლკი რუსეთმა შექმნა უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად 2022 წლის აგვისტოდან. მრავალი ღია წყაროს ცნობით, მე-10 არმიის კორპუსს განსაკუთრებით აწუხებს ცუდი დისციპლინისა და ცუდი მორალის პრობლემები.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ბელარუსში მომზადების მიუხედავად, ფორმირება მაინც ავლენს შეზღუდულ საბრძოლო შესაძლებლობებს.

„მე-10 სატანკო პოლკის დანაკარგები, სავარაუდოდ, ძირითადად დაკავშირებული იყო ტაქტიკურად მცდარ ფრონტალურ შეტევებთან“,- აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ზახაროვა

👉 რუსებმა თითქმის მიაღწიეს ბახმუტის ცენტრს - ISW

👉 ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, მოლაპარაკებებზე წავიდეს - ISW

👉 რუსები წარუმატებელ შეტევებს ატარებენ ხუთი მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

👉 უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით - პიტერ სიარტო