მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟირინოვსკის თავის ტვინის შეშუპება არ აქვს - თანაპარტიელები

ვლადიმერ ჟირინოვსკი

„ვლადიმერ ჟირინოვსკის თავის ტვინის ანთება და შეშუპება არ აქვს და ეს ანონიმური წყაროების მიერ გავრცელებული სიცრუეა“, - ასე გამოეხმაურა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 

„ვლადიმერ  ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის უკეთ არის. პარტია სასამართლოში სარჩელს ამზადებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ამ დღეებში მკითხველს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. ამ მედია საშუალებებთან ჩვენ ყველანაირ თანამშრომლობას ვწყვეტთ“, - აცხადებენ ჟირინოვსკის პარტიის პრესსამსახურში. 

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკის თავის ტვინში სერიოზული ანთებითი პროცესები დაეწყო, ტელეგრამარხებზე გავრცელდა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი კვლავ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია და ის პარტიაში მიმდინარე ყველა პროცესის საქმის კურსშია. 

9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი კრემლის ცენტრალურ კლინიკაში „ომიკრონით“ გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით გადაიყვანეს.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატთან არის მიერთებული, ექიმები კი ვერანაირ კონკრეტულ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴  რუსეთში დიმიტრიევსკის მონასტერში ჟირინოვსკის ჯანმრთელობისთვის ილოცებენ

🔴  ჟირინოვსკი საავადმყოფოში ახლობლებს ვეღარ ცნობს

🔴  ჟირინოვსკი, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ