მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ დროისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე 31 124-მა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი - კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის შიდა არჩევნებში აქტივობა მაღალია და დარეგისტრირებული 49 638 ადამიანიდან 31 124-მა უკვე დააფიქსირა საკუთარი აზრი.

„24 საათის განმავლობაში მუშაობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხელი ხაზი, მინდა, გითხრათ სადაც დღის განმავლობაში დაახლოებით 300 ზარი შემოვიდა. ზარები ძირითადად ეხება იმ საკითხს, რომ „კოდი არ მომივიდა“. მეორე შეკითხვა ეხება იმას, რომ „ლინკს ვერ ვხსნი“ და ამ შემთხვევაში მიზეზი არის ის, რომ არასწორად შედიან, „მე არ ვარ რობოტს“ სწორად ვერ ავსებენ და ვერ გადადიან შემდეგ გვერდზე, რათა დაასრულონ კენჭისყრის პროცედურა. ასეთი ტიპის ხარვეზებთან გვაქვს საქმე. პირველ ხარვეზს რაც შეეხება, მათ ხელმეორედ დაეგზავნებათ კოდები, ყველა მიიღებს ამ კოდს, თუ ვინმე ვერ მიიღებს, ვთხოვ, დაუკავშირდნენ პარტიის ცხელ ხაზს და აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას“, - განაცხადა ნაყოფიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნატოში გაწევრიანება საფრთხეშია? შვედეთი ადასტურებს თურქეთთან მოლაპარაკებების შეჩერებას

👉 თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ყველაფერი მტვრად იქცევა - დიმიტრი მედვედევი

👉 მე, ბექა ბასილაია და დიტო საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს მრავალი წელია ვიცავთ, არცერთ ეტაპზე ჩვენ არავითარი ჰონორარი არ მიგვიღია - შოთა თუთბერიძე

👉 მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი, დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად - ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 ვახტანგ მეგრელიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს