მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გვინდა, მეორე შეცდომა დავუშვათ“ - ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრია, არ შეუძლია დადებითად შეაფასოს შვედეთისა და ფინეთის გეგმები ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ Daily Sabah წერს.

„ჩვენ არ გვაქვს ამაზე დადებითი აზრი. სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების სასტუმრო სახლს ჰგავს“, - განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია ალიანსის წევრის სტატუსი გამოიყენოს ორი ქვეყნის დაშვებაზე ვეტოს დასადებად.

თურქეთის პრეზიდენტი გულისხმობდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს, რომლებმაც თავშესაფარი სკანდინავიის ქვეყნებში იპოვეს.

გარდა ამისა, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ყოფილი მმართველები შეცდნენ, როდესაც 1952 წელს საბერძნეთს ნატოში გაწევრიანებაზე მწვანე შუქი აუნთეს.

„ჩვენ, თურქეთს, არ გვინდა ამ საკითხში მეორე შეცდომა დავუშვათ“, - დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ „ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა, რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

✔️ „უკრაინა ომის ხანგრძლივ ფაზაში შედის, რთული კვირები ელის“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

✔️ „ჩვენ დაინტერესებული ვართ, სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობის ზონად“ - სერგეი ლავროვი

✔️ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაიღუპება, თუ რუსეთი უკრაინის შავი ზღვის პორტებს არ გახსნის - გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი

✔️ ჯალათი ალეპოდან: ხარკოვი განადგურდა კასეტური ბომბებით იმ გენერლის ბრძანებით, რომელმაც სირიაში დანაშაული ჩაიდინა