მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას“ - ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი

„ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე დ,ა რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დეგნანზე პერსონალური თავდასხმა არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას.

„სანამ კითხვებზე პასუხზე გადავალ, მინდოდა ვთქვა: როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობას ამ მიზნისკენ სწრაფვაში.

ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო საქართველოში მოწოდებულია, იმუშაოს საქართველოს ხალხთან და მხარი დაუჭიროს მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე.

ჩვენ 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, - აცხადებს  ნედ პრაისი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ოცნებამ“ ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო“ - გია ხუხაშვილი

👉 „ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

👉 „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე“ - დევიდ მაკალისტერი

👉  „გვინდა დაგეხმაროთ, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნეს მიყვანილი“ - ვიოლა ფონ კრამონი

👉 „ეს მილსადენები არის ჩვენი ნავთობი, ჩვენი ოქრო და ჩვენი სიმდიდრე“ - რომან გოცირიძე