მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე“ - დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროპის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და რეფორმებს მოითხოვს.

მისივე განცხადებით, საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

„გადაწყვეტილება ევროპის საბჭოსი გახლდათ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ევროპის პარლამენტი უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზადაა საქართველო დაუახლოოს ევროპის კავშირს.

საქართველო არის ევროპის კავშირის ოჯახის წევრი, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს პრიორიტეტები არის ძალიან მკაფიოდ გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში.

მნიშვნელოვანია გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები, კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად. ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა რომ სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე, ოპოზიციამ წარმოადგინეს თავისი გეგმები. 

სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე და  ეს არის პოლარიზაცია. ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისთვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული.

მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპის პარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და საბაზრო ეკონომიკის სფეროში. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ის არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს  მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, იმსახურებენ იცხოვრონ: დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში“, - აცხადებს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

👉 „საშინელებაა, როდესაც უარს ამბობენ მანდატებზე პარლამენტის არჩეული დეპუტატები“ - მეთიუ ბრაიზა

👉 „დაწყებულია მმართველი რეჟიმის პოლიტიკური პანაშვიდი“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „ბოლო გედის სიმღერას მღერიან“ - შალვა ნათელაშვილი