მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკომისია ამბობს „დააყენეთ ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა და იმუშავეთ“, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს არ შეგვიძლია - თენგიზ ფხალაძე

ეს არის შემოთავაზების ხელი თანამშრომლობისათვის და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ

„არცერთ ხელისუფლებას საკუთარი საზოგადოების ხმის უგულებელყოფა კარგად არ დაბრუნებია, მით უმეტეს იმ თემის, რომელიც თაობათა შეგნებული არჩევანია. ამ მიდგომით ქვეყანა არ შენდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ექსმდივანმა თენგიზ ფხალაძემ ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

თენგიზ ფხალაძის თქმით, ამ რეალობაში იმდენად დიდია პოლარიზაცია, რომ ერთად მუშაობა არ გამოდის.

„ევროკომისია საუბრობს ზუსტად იმ კულტურიდან გამომდინარე, რომ „დააყენეთ ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა და იმუშავეთ“. ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ ეს არ შეგვიძლია. ამ რეალობაში იმდენად დიდია პოლარიზაცია, რომ ერთად მუშაობა არ გამოდის. 

როდესაც ამ ვითარებაში ხდება, ერთი წამით თავი დავანებოთ პოლიტიკურ ძალებს, მესმის რომ აქციაზე ხალხი ვინც მდგარა, ხან გამვლელები ყოფილან, ხან გზას აცდენილები, ხან სხვა პლანეტიდან ჩამოსულები... ამ ხალხს საერთოდ ვინმე დაელაპარაკა? ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის? ამ ხალხის ხელისუფლება ის არ არის? 

არცერთ ხელისუფლებას საკუთარი საზოგადოების ხმის უგულებელყოფა კარგად არ დაბრუნებია, მით უმეტეს იმ თემის რომელიც თაობათა შეგნებული არჩევანია. ამ მიდგომით ქვეყანა არ შენდება“, - განაცხადა ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

ინფორმაციისთვის, 23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროპულმა საბჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივას. 

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

🔴 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

🔴 დეპოლარიზაცია პარლამენტში ვნახე და შემრცხვა, თუ ეს დეპოლარიზაცია იყო, მაშინ პოლარიზაცია რაღა ჯანდაბა არის? - ზვიად ძიძიგური

🔴 ეს იცით რას ჰგავს? როცა მაპზე უარი გვითხრეს და თქვეს მაპზე უკეთესი მივიღეთო - ვახტანგ ხმალაძე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე

🔴 კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას დიდ დროს თუ არ დავუთმობთ და ვალდებულებებს შევასრულებთ, მაშინ პრაქტიკულად არაფერი გვაქვს დაკარგული - კახა გოგოლაშვილი